ვალენტინობა

ფიდელ კასტრო:

ლიუდმილა ვალენტინოვნა აეროფლოტის სტუარდესა იყო. ერთხელ ბატონი თენგიზი სოფიაში მიფრინავდა სიმპოზიუმზე, ლუდმილამ და პროფესორმა სულიერი სიახლოვე შეიგრძნეს ერთმანეთთან და ორი მშვენიერი დღე გაატარეს ბულგარეთის დედაქალაქში. ეს სწორედ 14-15 თებერვალი იყო.

ჯონის (რუბენა ბიძა) მინაწერი:

თურმე ბატონის თენგიზის გვერდით მჯდომს უთქვამს პროფესორისთვის - რაღაც ეს სტიუარდესა მიღიმისო. ბატონმა თენგომ აწონ-დაწონა სიტუაცია და დამცინავად მიუგო - სტიუარდესა იმისაა, რომ მგზავრებს გაუღიმოსო! ...თვითონ კი ბორტის უკანა ნაწილისკენ გადაინაცვლა ვითომ მოსაწევად და ლიუდმილა ვალენტინოვნას (როგორც შემდგომ სახელი და გვარი დააზუსტა) გასაცნობად.

Last updated