ბიოგრაფია

ბატონი თენგიზი დაიბადა სოფელ რუისში, მოსამსახურის ოჯახში. სამწუხაროდ, სოფ. რუისში ბოლო საუკუნის მანძილზე გამეფებული კრიმინოგენული სიტუაციის გამო, პროფესორის არც ბაბუას და არც მამას არ დასცალდა დიდხანს სიცოცხლე.

ბატონი თენგიზის ბაბუა, პოლიკარპე ოფტოპიკაშვილი ნარდის თამაშისას ჟილკობისთვის, თოხის მოხდენილი ჩაკაკუნებით იმსხვერპლა ერთ-ერთმა თანასოფლელმა.

სახელგანთქმული პროფესორის მამა, ცნობილი თამადა, არდალიონ ოფტოპიკაშვილი, მამით ობოლ მდგომარეობაში იზრდებოდა, მაგრამ თავს არავის აჩაგრინებდა. ასე მიაღწია მან რუისის ყველაზე სახელგანთქმული თამადის სტატუსს. თუმცა, მუხანათი ბედი მასაც უმზადებდა მახეს და აი, ოლია ხოსმაზარაშვილის ორმოცზე, სადაც ბატონი არდალიონი თამადობდა, ერთ-ერთმა უგუნურმა თანასოფლელმა ჭიქა არ დაცალა, რაზეც თამადის ლეგიტიმური რისხვა დაიმსახურა. მაგრამ, იმის მაგივრად, რომ თავი დაეხარა და ხმა ჩაეკმინდა, დამნაშავე თანსოფლელმა, ბატონ არდალიონს თავი დაახრევინა და ჩანგლის მეშვეობით, ქვედა ტუჩით დააჭედა მაგიდაზე. არდალიონ ოფტოპიკაშვილი სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა.

ბატონი თენგიზის დედა, ქალბატონი იზო, მიხვდა, რომ რუისული კლიმატი საკმაოდ მავნე იყო მათი ოჯახისთვის და, როდესაც მოზარდ თენგიზს, მინი მოპედის წასართმევად დაადგნენ რუისელი აბიჟნიკი თანატოლები, დედამ დაავლო ხალი შვილს და დედაქალაქისკენ გამოუშვა.

ბატონი თენგიზი სამაგალითო მოსწავლე გამოდგა სკოლაში და დიდი წარმატებით ჩააბარა პუშკინის სახელობის (იმხანად ასე იყო) პედაგოგიური ინსტიტუტის საღამოს განყოფილებაზე. ასე დაიწყო დიდი პროფესორის ბრწყონვალე კარიერა, რომლის გამოსხმულ ხილსაც ვიმკით დღეს ჩვენ.

-- მოამზადა: Fidel Castro (ფიდო).

Last updated