რუსის ქალები

ბატონ თენგიზს განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა რუსის მანდილოსნების მიმართ. ვინ მოსთვლის მის მეგობარ სვეტოჩკებს და ნასწენკებს. აქ შეკრებილია ნაწყვეტები პროფესორის რუსული ვოიაჟების მოგონებებიდან.

1. სვეტლანა და ”ორერა”

Bruce-Lee წერდა:

ისე ფიდელ ერთხელ თუ გახსოვს ჩუმად მაინც გვთხოვა: ორკასეტიანი ვინმეს ხომ არა აქვს ბიჭებოო. სვეტლანასთვის საჩუქრად ორერას ჰიტების გადაწერა უნდოდა.

Bermuxa წერდა:

ეჰ, კიდევ კარგი მეგობრისგან ნათხოვარი ელექტრონიკა მქონდა წამოღებული და იმაზე გადაუწერე სვეტლანასათვის მისაცემი კასეტა. მახსოვს როგორ მომცა ახალი კასეტა, ყუთიდან ამოიღო ერთი კიდით დაიჭირა და მუხლზე რამდენჯერმე დაირტყა, მერე ირივე ხელში დაიჭირა და აქეთ იქით გადაწია თითქოს გადამტვრებას უპირებსო, მერე ჰაერში ისევ გაახრაგუნა და მომაწოდა. მაქსელის კასეტა იყო თეთრი, მაგრამ ამ პროცედურის ჩატარების აუცილებლობა იმაზე მეტყველებდა რომ ერევნის გამოშვებული უნდა ყოფილიყო.

ის კასეტა რომლიდანაც გადავწერე მგონი ეხლაც ბარდაჩოკში მიგდია.

2. ა, მოჟბიტ ია ზვიგენ?

Fidel Castro წერდა:

გემახსოვრება, მონკ, სოჭში რომ ვიყავით ერთხელ, ბატონმა თენგიზმა რუს ლამაზმანს მოჰკრა თვალი ზღვაში და თავადაც შეცურა, მარდად, მოხდენილად. იმ ქალს მიუახლოვდა ყვინთვით და მისი ლეიბის წინ ამოყო თავი... ჰკითხა - "ტი მინია ნი ბაიშსა?" -"net" იყო პასუხი. - "ა მოჟბიტ ია ზვიგენ?!" მიუგო პროფესორმა ჩვეული ენაკვიმატობით და იმავე საღამოს ლუდმილა სასტუმრო ინტურისტის რესტორანში დაპატიჟა. ჩვენ კი მანამდე ლუდმილას ქმართან, ვიტალისთან ერთად ვსვამდით სასტუმროს ნომერში, ლიმონნაიას (ჰექსასთვის ენისელი გვქონდა ნაყიდი - ლიმონნაია არ უყვარდა), დათოს შპროტი ამოეტანა და ვმღეროდით: "გდეჟე ტი მაიო სულიკოოო"... კაი დრო იყო!

Last updated