მედიცინა

Black Monk ყვებოდა:

ეგ კი არა და, ბიჭო, იმ დღეს მანქანაზე "კალოტკები" იყო გამოსაცვლელი, შენხარჩემიბატონი (უნდა ხოლმე რა ასე 6 თვეში ერთხელ ადინაცატია მაინც) და ლოვიკას ავუყვანე. ეხლა ლოვიკა ხო იცი რა ტიპია, კი ჩვენი ბიჭია მარა მაინც ოხერი სომეხია, თავზე თუ არ დაადექი რაღაცას იხიმანდრებს, უეჭველი. მერე, იქვე ცხოვრობს ჯემალა, თენგიზას ლექციებზე ფენოვანს რო ჭამდა სულ, თუ გახსოვს? ჯემალამ მე დავადგები თავზეო რა, და წამოვედი მე "გოლიათში" ახალი კალგოტკები მიუღიათ და ცოლმა დამაბარა.

ჩავედი, მოკლედ საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ანუ მეტროში) და ვზივარ ჩემთვის ფიქრებში ვარ. შრედინგერის განტოლება რო დაუწერა ვასომ თენგოს გაქანებულ ეკონომიკის ლექციაზე და კეინზიანიზმის და კვანტური მექანიკის ურთიერთკავშირზე განავითარა მისთვის ჩვეული პოპულისტური თეორიები - მაგას ვიხსენებდი.

მოკლედ, ვზივარ ჩემთვის და უცებ გვერდიდან საუბარი მომესმა. უნებურად მივაყურადე რადგან "ოფტოპიკაშვილის" გვარი გავიგონე. ოფტოპიკაშვილები ბევრნი არ არიან, რუისში ერთი პატარა უბანია - ყველა იქიდანაა და მეთქი ჩვენს სასიქადულო პროფესორზე ხომ არ საუბრობენ? მართლაც, ბატონი თენგიზის თაყვანისმცემლები ყოფილან. აქვე მომყავს ორიგინალური სახით, მათი საუბრის ის მოკლე ამონარიდი, რომელსაც მივუსწარი:

"–ვინა კაცო - პროფესორი ოფტოპიკაშვილი?

— აბა! რა ყოვლისმომცველია ეს ჩათლახი თენგიზა ტო

— მედიცინაში რაღა ესაქმებოდა?

— ოო, ალტერნატიული მედიცინის მამაა

— ისე ხო, ეგ დამავიწყდა

— ნატაშას ტრაკზე რო ზილიონკას უსვამდა და გასტრიტს არჩენსო, გახსოვს?

— ეგ რა არის, ლიუდმილას ცაცხვის ჩაი დაალევინა და მერე მო--ნა... დამშვიდებულზე."

ძალიან კი მრცხვენია, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ პროფესორის მიღწევები მედიცინაში ჩემთვის ასე საფუძვლიანად ნაცნობი არ იყო, მანამდე, სამწუხაროდ და კიდევ დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი სმენას, მაგრამ მოსაუბრენი პოლიტექნიკურთან ჩავიდნენ და მე ისევ ცხონებულ ვასოზე და კეინზის თეორიაზე ფიქრი გავაგრძელე.

Last updated