ფიდელიტო

Black Monk წერდა:

დიადი პროფესორი ოფტოპიკაშვილი შესვენებაზე იყო გამოსული და ჩქარი ნაბიჯებით მიუყვებოდა ქუჩას რომ ვაგზლის ბაზრობაზე "ტრაინიკის" ყიდვა მოესწრო და ლექციაზე არ დაგვიანებოდა.

ამ დროს სკოლას ჩაუარა გვერდით და დაინახა ბავშვების ჯგუფი, რომლებიც სკოლის ეზოში ფეხბურთს თამაშობდნენ. ამ ჯგუფში ერთი, კლასელებზე აშკარად ბევრად უფროსი, ხუჭუჭა ბიჭი გამოირჩეოდა. თენგოს ყურადღებას ნებისმიერი უცნაური დეტალი იპყრობდა ხოლმე, ეგეთი ხასიათის კაცია, ხოდა გაესაუბრა ამ ბავშვს. 5ჯერ ყოფილა ჩატოვებული საწყალი კლასში.

თენგოს აღშფოთებას საზღვარი არ ქონდა. პორტმანტი მეკარეს ჩააბარა, ხუჭუჭა ბიჭუნას საყელოში მოკიდა ხელი და პროწიალ-პროწიალით მიიყვანა დირექტორის კაბინეტამდე. ცხადია, როგორც მთელი ქართული განათლების სისტემა, ამ სკოლის დირექტორიც პროფესორის დიდი ფანატი იყო. დირექტორის კაბინეტში რა საუბარი გაიმართა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ კაბინეტიდან პროფესორი სულ ბოდიშებით გამოაცილა დირექტორმა. პროფესორმა ერთი სევდიანად გაუღიმა ხუჭუჭა ბიჭს, თავზე ხელი გადაუსვა და დირექტორის მოადგილის მანქანით ლექციისკენ გაეშურა ("ტრაინიკის" დრო აღარ იყო).

იმ წელს ხუჭუჭა ბიჭი შემდეგ კლასში გადაიყვანეს, ქების სიგელიც მისცეს და მას მერე კლასში აღარ ჩაუტოვებიათ.

ხუჭუჭა ბიჭი პროფესორს არ დავიწყებია და მას მერე რაც წამოიჩიტა და უნივერსიტეტში ჩააბარა, ახალგაზრდა ფიდელ კასტროს ხშირად ნახავდით ხოლმე პროფესორ ოფტოპიკაშვილის ლექციებზე, პირველ მერხზე.

აი ასე იყო ეს.

Last updated