თენგო და მედია

პროფესორის მოღვაწეობა არა ერთხელ გაშუქდა მედიაშიც:

ფოტოზე: პროფესორი მოსკოვის ”სპარტაკის” ქომაგთა მორთულობით. ფოტოზე არ ჩანს: სვეტლანოჩკა.

პროფესორის ბრენდის გამოყენება მასონებმაც კი სცადეს:

Bruce-Lee წერდა:

”ამას წინათ ჟენიასგან მივიღე მეტად საგანგაშო წერილი ლიპეცკიდან (გემახსოვრება დარაჯი რომ იყო სასწავლებელში).

მოკლედ მტერს არ სძინავს.

ლიპეცკში რამდენიმე თვის წინ ჩამოსულან უცხოელი ინვესტორები და წურბელა კაპიტალისტები, შეუსყიდიათ ლიპეცკის პროლეტარიატის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხანა და ახლიდან გაურემონტებიათ.

ჟენიას სიტყვებით რამოდენიმე თვეში, აქაოდა ბატონ თენგიზის სახელის უკვდასაყოფადო, იგეგმება მთელი რიგი საყოფაცხოვრებო საქონლის გამოშვება თენგიზის ლებელით. კერძოდ მასიური სამადგილიანი "სპალნა" "თენგიზი ჩვენ გვერდში", ოდეკოლონი "თენგიზის სურნელი", ე.წ. "კუკუშკა" საათი საიდანაც ყოველ საათს ბატონი თენგიზის ფირუგა გამოდის და "კუ-კუს" მაგივრად ამბობს "ა მოჟეტ ია ზვიგენ" და ყველაზე საშინელი: იგეგმება დედოფალა ბარბის სერიაში, ბარბის ქმართან და შვილებთან ერთად გამოუშვან ბარბის მამა, რომელიც ალბათ უკვე მიხვდი, ბატონი თენგიზი იქნება...

გახსოვს რამდენი მუშაობა დაგვჭირდა და რა სერიოზული "სასტავები" ჩავრიეთ, რომ ჰოლივუდს უარი ეთქვა გადაეღო ისტორიაში ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მძაფრსიუჟეტიანი "ბოევიკი" "თენგიზი გოძილას წინააღმდეგ" სადაც თენგიზის როლი ჟან კლოდ ვან დამს უნდა ეთამაშა. ვშიშობ რომ იგივეს გაკეთება მოგვიწევს ლიპეცკშიც.”

Bruce-Lee წერდა:

”სხვათაშორის ბატონი თენგიზის კომუნიკაციის ესეთი უცნაური ფორმა კერძოდ ბოთლებით წერილების გზავნა და კოცონზე სპარსული ხალიჩების მეშვეობით ბოლის სიგნალების გადაცემა ახალი არ უნდა იყოს ჩვენთვის.

ამას წინათ ვათვალიერებდი national geographics-ის საარქივო ჟურნალებს და იქ ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდი. ამაზონიის ჯუნგლების ერთ მიუწვდომელ ადგილას ერთ-ერთმა ტომმა 10 წლის წინ მრისხანე იაგუარის ყალბი ღვთაება განაგდო და ეხლა ეთაყვანება, როგორც ჟურნალი წერს, ახალ ღმერთს "თენგიზ"-ს. ჟურნალი შემდგომში აქვეყნებს ტომის ბელადის ინტერიუს სადაც იგი აღიარებს რომ 10 წლის წინ ამაზონის მდინარემ ნაპირზე გამორიყა ბოლოკით დახუფული ბოთლი და მასში სამ ენაზე დაწერილი წერილი იდო, წერილის წაკითხვის შემდეგ ტომის შამანმა ხალხს გამოუცხადა რომ მრისხანე იაგუარი ცრუ ღმერთია და მათი ახალი ღვთაება ბატონი თენგიზია. ჟურნალში სურათიც კი დაიბეჭდა სადაც ლერწმის ღეროებისაგან შეკოწიწებული ბატონი თენგიზის კერპის ირგვლივ შემორტყმული ტომის მეომრები დგანან. სურათს ქვია: "წითელი თერმიტების" ტომის მეომრებს ჭეშმარიტების კომბლები ცაში აქვთ აღმართული და თენგიზის უკვდავ სიტყვებს ბუტბუტებენ.

ეს საინტერესო ფენომენი უკვე ამტკიცებს ბატონი თენგიზის ზეადამიანობას.”

Last updated