ჯოკერი

თამაში "ჯოკერი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აზარტული თამაშია. იგი ზმნის ფორმაშიც კი იხმარება : 'ხომ არ მოგვეჯოკრა'. ჯოკერი ძალიან პოპულარული ხდება ზაფხულში და ის ქართველი ახალგაზრდობის მთავარ გართობად იქცევა ხოლმე ზაფხულის ცხელ ღამეებში.

უკვე ყველასთვის ნაცნობია ისეთი გამონათქვამები როგორიც არის:

"ხიშტი მინუს ორასი", "ნიჟე", "ვინუჟდენი ერთი", "პრემია ვიშის შლის", "ბეზი", "შეტენვაა", "წაგლეჯვაა" და ა.შ.

ჯოკერის თამაშისას ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ერთი რომელიც კარგად წერს , მისი მთავარი მოვალეობაა მოთამაშეთა ქულების დაფიქსირება და აჯამვა (ხშირად შემხვედრიან პროფესიონალი მწერლები, რომლებიც არავის არ უთმობენ წერას). ამისათვის ყველაზე კარგი მათემატიკის რვეულია (თუმცა არსებობს კოოპერატივების მიერ დაბეჭდილი ჯოკრის სათამაშო ქაღალდები), გაჭირვების შემთხვევაში "კარტონის" და ტუალეტის ქაღალდიც გამოიყენება ხოლმე.

აი კიდევ ერთი საინტერესო თავი წიგნიდან:

"ჯოკერული თავანები როგორც ქართული ქეიფისა და დროსტარების ინიციატორი"

ძირითადში ჯოკერი ქართული ქეიფის დიდი ხელშემწყობია, თავნების უმეტესობა ქეიფის გასტრონომიულ თუ ალკოჰოლურ მომარაგებას ემსახურება.

თავანი ჯოკერში სეზონის და რეგიონების მიხედვით იცვლება. მაგალითად გაზაფხულზე როდესაც ტყემალი ახალი შემოსულია, ქართველი ჭაბუკების მთავარი ჯოკერული თავანი ჩაქაფულია.

ქალაქგარეთ, მაგალითად ბროწლეთში, ადგილობრივი ახალგაზრდობა 20 ლიტრიან ღვინის კანისტრაზე და ცხვარზე თამაშობს.

ქლაქაში ზოგჯერ წყვილები იყოფიან გოგონები ბიჭების წინააღმდეგ, გოგონები ნამცხვარს კისრულობენ ბიჭები კი ნაკელბად ალკოჰოლურ ლიქიორ "ამარეტოს" (ლიქიორ ამარეტოს წარმომავლობაზე, მიუხედავათ ვერცხლისფერი "made in italy" ლეიბელისა, ხმები დადიოდა რომ ჩვენს მოძმე სასომხეთის რესპუბლიკაში, სომეხი ალქიმიკოსების მიერ იყო ჩამოსხმული). თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ბიჭები ქიფის მსვლელობისას მარტო "ამარეტოს" არ თანხმდებოდნენ და ყველაფერი იმით მთავრდებოდა რომ ბოლო ადგილზე გასული ერთ-ორ ბოთლ იაფასიან არაყს ამოიტანდა ადგილობრივი ჯიხურიდან.

90-იანი წლების დასაწყისში როდესაც საქართვლოში სრული ეკონომიური ქაოსი სუფევდა, ახალგაზრდობა მაინც არ იშლიდა ჯოკრის ქეიფზე თამაშს. მაშინ როდესაც ახალგაზრდების მშობლები პურის რიგში ღამის თევით მიდიოდნენ და ურიგოდ შეპარულ პურის მომხმარებლებს თავებს უჩეჩქვავდნენ, ქართველი ახალგაზრდა მანდილოსნები ე.წ. ნამცხვარ "სიგუას" უცხობდნენ ჯოკერში მოგებულ ბიჭებს. ბიჭები კი საკუთარი მამების ვიტრინაში გამოფენილ ალკოჰოლის საკოლექციო ნიმუშებს იპარავდნენ, ალკოჰოლს შპრიცით იღებდნენ და უკან ჩაის ფერს ასხამდნენ (გაზავებულ ჩაის კონიაკის ფერი აქვს).

Bruce-Lee-ს კონსპექტებიდან პროფ. ოფტოპიკაშვილის ლექციები. წელი უცნობია. სემდესიატ ს ჩემტა, უეჭველი.

Last updated