მოგზაურობა ტიანშანში

Bruce Lee წერდა:

თავი 1

ვასრულებ დანაპირებს და გთავაზობთ ჩემს მიერ ნაწარმოებ დღიურის ჩანაწერებს ტიან შანის ექპედიციიდან.

პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას ვინც ფინანსურად თუ მორალურად დაგვეხმარა. ექსპედიცია მთლიანად დაფინანსდა ბატონ თენგიზის ყოფილი მოსწაველეების შემოწირულობებით:

ფიდელმა გოეთესეული გერმანულის კურსებიდან შემოსული თანხები გადმოგვირიცხა.

ვასომ მაზიანზე რუსეთის საელჩოს საღებავები ესროლა და სულ დედა აგინა (მაზიანის ფული მთლიანად ჩვენ გადმოგვცა)

მონკმა ციფრული მეთოდებით ყავაზე სამკითხაო პროგრამა დაახვია ჯავაზე და იქიდან შემოსული ფულით დაგვეხმარა.

მადლობა ყველას, თუ ვინმე გამომრჩა გთხოვთ შემახსენოთ.

დილით ადრე ჩავფრინდით ყირგიზეთში, ბიშკეკის აეროპორტიდან პირდაპირ გავეშურეთ ულამაზეს ისიკ-კულის ტბისაკენ. ტბის ძირას დავბანაკდით. ბანაკიდან შორს ტიანშანის მთების ულამაზესი ხედი იშლებოდა. მეორე დღეს კარგი ამინდი გამოვიდა და დილიდანვე მთებში გავეშურეთ. დაახლოებით ვიცოდით ბატონ თენგიზის მარშუტი მაგრამ კვალს ვერ მივაგენით. 3 დღის ხეტიალის შემდეგ ვერაფერს ვიპოვეთ და უკან დავბუნდით.

მოწყენილი სახეებით ვისხედით ბანაკში როდესაც ერთი ასაკვოანი ყირგიზი მეცხვარე მოგვიახლოვდა. აგერ ჩემ სახლში ლხინის სუფრა მაქვს გაშლილიო, მეთხუტმეტე ბიჭი შემეძინა, ცხენი დავკალი და რომ არ მოხვიდეთ ძალიან მეწყინებაო, ჩვენც გავყევით. მეცხვარე, საგიმბაი ულუნბეკოვი, საკმაოდ თბილი და უბრალო ადამიანი აღმოჩნდა. კარგად მოვილხინეთ. მე ხალიჩაზე წამოგორებული შევექცეოდი ცხელ კუმის როდესაც ფეხებთან დიდი შავი მორიელი შევნიშნე. ელდა მეცა, დავიბენი დავიწყე ყვირილი, მაგრამ ვერავინ ვერ გაიგო რატო ვყვიროდი იფიქრეს გაგიჟდაო. უცბათ გამახსენდა ბატონ თენგიზის წიგნში ("ყირგიზული დიალექტები") ამოკითხული მორიელის ყირგიზული სახელი და ხმამაღლა დავჭექე - "ჩათლახ ტარაკან"!

საგიმბაი უცბათ მიხვდა რაში იყო საქმე და ქოშის სხარტი მოძრაობით მორიელი ჩემ ფეხთან მიასნიტა, მერე ჩემსკენ შემოტრიალდა და მითხრა: "ასემც მასონები გაგვეტყლიზნოსო". მე მადლობა მოუხადე, ცოტა ანერვიულებული ვიყავი და ვიფიქრე საპირფარეშოში გავალთქო. ქოხის გასასვლელთან საგიმბაის ცოლს ზრდილიობიანად ვკითხე: "ვერ იზ ფეხსალაგ ჰიარ?" (ცოლმა რუსული არ იცოდა და ინგლისურად მიწევდა მასთან საუბარი). როგორც იქნა ეზოს ბოლოს მიმაცილეს სადაც ხის ტუალეტი იდგა. შევედი შიგნით და ელდა მეცა - ჰოი საოცრებავ, ტუალეტის ქაღალდის ჩამოსაკიდზე, გაზეთებს შორის, ქართული ხელნაწერი მოვლანდე. ახლო დაკვირვების შემდეგ მივხვდი რომ 48 ფურცლიან ცალხაზიან რვეულის ნაფლეთებზე ბატონ თენგიზის ხელნაწერი იყო. მყისვე გამოვარი ფეხსალაგიდან და ქოხში ყვირილით შევარდი, საგიმბაის მივარდი და ყვირილით ვეკითხები სად იპოვე ეს ნაწერებიო. საგიმბაიმ მითხრა რომ 2 დღის წინ მთაში ვიპოვნეო, მერე ღიმილით შემომხედა და მითხრა: " ხო იცი ქაღალდი აქ რა დანიშნულებითაც იხმარებაო". მე ცრემლებს ძლივ ვიკავებდი 48 ფურცლიდან მხოლოდ ნახევარი ფურცლის ნაფლეთიღა იყო შემორჩენილი, დანარჩენი კი მეცხვარეს მრავალშვილიანი ოჯახის ბუნებრივ მოთხოვნილებებს შეეწირა. საგიმბაი შეგვპირდა რომ დილას იმ ადგილს განახებთ სადაც ვიპოვნეო.

ფურცელზე სულ 3 წინადადება იყო შემორჩენილი. როგორც შემდგომში დავადგინე ეს იყო ბატონ თენგიზის მიმოწერა ფრანკფურტის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორ იურგენ შვანცმაიერთან.

მოწაფეებს ალბათ კარგად გახსოვთ ეს გვარი შვანცმაიერი (ბატონი თენგიზი მას შვანცს ეძახდა ხოლმე) ამტკიცებდა რომ გერმანული პორნოგრაფიული კინოები ხელოვნება არისო. სწორედ ამ შვანცის სადისერტაციო თემის ("პიცის მომტანი ყმაწვილი ბიჭების როლი გერმანულ პორგნგრაფიაში" ) საპასუხო წერილის ნაგლეჯი მეჭირა ხელში, სამწუხაროდ ეს წერილი ბატონ იურგენს არასდროს მიუღია.

თავი 2 ანუ გაგრძელება

მეცხვარე სალიმბაიმ მეორე დღეს პატარა ყირგიზი ბიჭუნა, მურადი გაგვაცნო, რომელსაც პირველად აღმოუჩენია ის გამოქვაბული სადაც ბატონი თენგიზი რამოდენიმე დღე ცხოვრობდა.

სამწუხაროდ მურადი წესიერად ვერ მეტყველებდა, როგორც შემდგომში გავიგე, რამოდეიმე წლის წინ მისი მამა გეი გამხდარიყო და ცნობილი ყირგიზული გეური გენოციდის დროს მისი სახლი განრისხებულ ჰეტეროსექსუალთა ბრბოს დაუწიოკებია. ბიჭს გარდა მოზაიკური შიზოფრენიისა, მეტყველებაც წართმეული ჰქონდა და და მხოლოდ ინგლისურად ერთ-ორ სიტყვას თუ წამოიძახებდა (ინგლისური ილონა დავიდოვას მეთოდით ჰქონდა ნასწავლი). პირველივე შეხვედრაზე ხელი ჩამომართვა და მითხრა: "მაი ნეიმ იზ ტეიბალ" მეც ხელი ჩამოვართვი და მიუგე "This is blackboard".

მურადმა როგორც იქნა იმ გამოქვაბულამდე მიგვაცილა. შესვლისთანავე ვიგრძენით რომ რაღაც "ბაჟესტვენი" თენგიზისეული აურა იგრძნობოდა.

ჩვენ პირდაპირ შუდექით გამოქვაბულის გამოკვლევას. პირველი რაც აღმოვაჩინეთ ეს იყო კედელზე ქართულად მინაწერი (პროფესორის ხელწერა მაშინვე ვიცანი):

"ადამიანს აქვს თოფი, ადამიანი კლავს ადამიანს, ადამიანი ცუდია

მაიმუნს არა აქვს თოფი, მაიმუნი არ კლავს მაიმუნს, მაიმუნი კარგია

დარვინი ყ..ა!"

საკმაოდ შოკის მომგვრელი იყო ეს აღმოჩენა, ალბათ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი რომ გავარკვიოთ თუ რატომ დაწერა პროფესორმა ეს.

რამდენიმე ხნის მერე მიწაში ჩამარხული ფურცლების დასტა აღმოვაჩინეთ. სამწუხაროდ ბევრი დაზიანებული იყო მაგრამ რაღაცის გადარჩენა მაინც მოხერხდა. რამოდენიმეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.

კაცობრიობის ყველაზე მოკლე ისტორია

ადამი გეი იყო

დასასრული

აი კიდევ ერთი ნაშრომი:

"გენდერული კვლევები...

ადამიანს სქესი არ გააჩნია, სანამ კაცსა და ქალს შორის ნამდვილი სიყვარული არ შესდგება. სიყვარული არის მესამ სქესი რომლის გარეშეც კაცი ვერ გახდება კაცი და ქალი ვერ გახდება ქალი."

* * * * * * (აქ რამდენიმე ფურცელი დაკარგულია) * * * *

"იგივე წარმატებით შეიძლება ვამტკიცოდ რომ Durex-ი კაცია და Tampax-ი ქალი."

* * * * * * (აქ რამდენიმე ფურცელი დაკარგულია) * * * *

ბოლოში ბატონ თენგიზის მიერ დაწერილი სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა ვნახეთ. მოქმედება რომელიღაც პლანეტაზე ხდება სადაც სამ სქესიანი არსებები ცხოვრობენ: კაცი, ქალი და სიყვარული. სიყვარულს პატარა პირამიდის ფორმა აქვს და ჰაერში დაფრინავს. მხოლოდ ამ სამივე სქესის შეხმატკბილებით ხდება ამ რასის გამრავლება, მარტო კაცი და ქალი ბავშვს ვერ გააჩენენ. შემდგომში აღმოჩნდება რომ ეს პირამიდა 80% ოქროს შეიცავს ამას მეზობელი პლანეტის მხედრიონელები გაიგებენ და პლანეტას თავს დაესხმებიან, პირამიდებს დაიჭერენ და ოქროს სამაჯურებად გადაადნობენ. პლანეტა მალევე დაიღუპება.

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ დეპრესიულ გუნებაზე დავდექით, ფაქტია რომ ბატონ თენგიზს რაღაცა აწუხებდა, რაღაცაზე განიცდიდა.

ერთი საინტერესო ნაშრომი:

"ბიძები და ალტერნატიული სამყარო...

ბიძები ხშირად ვერ ეგუებიან მწარე რეალობას, მათ აქვთ მხოლოდ ერთი შანსი: "თუ ვერ ეგუები რეალობას, მაშინ შეცვალე ის თვალები რომლითაც ამ რეალობას უყურებ" სწორედ სუფრა არის რეალობის შეცვლის მცდელობა. სუფრა ერთგვარი გასაღებია პარალერული სამყაროსი, კარგი სადღეგრძელო კი ამ გასაღების კარგი დაზეთვაა, ჟანგიან კლიტეში რომ არ გაიჭედოს."

ბოლოს ვიპოვეთ ბატონ თენგიზის და სვეტლანას პირადი მიმოწერის ნახევრად გადარჩენილი ფურცლები. მხოლოდ ბოლო ხაზი იკითხება (იქნებ ეს იყო პროფესორის დეპრესიის მიზეზი?)

Je T'aime Svetlana

oh mon amour

Je T'aime....

Last updated