ბუნჩულიზმი

Fidel Castro წერდა:

ბუნჩულიზმის გენეზისი

ცხელი მზიანი დღე იყო სოჭში. სემდესიატ სეძმოი გოდა თავის მეორე ნახევარში შესულიყო - აღვისტო იდგა. ვიწექით ქვიშაში, თვალდახუჭულნი და შიგადაშიგ თუ გამოვიჭვრიტავდით ჰორიზონტის დასაზვერად, საღამოთი დისქოთექაზე წასაყვან ანტილოპას ვეძებდით.

მაგრამ ეს ერთი შეხედვით უდარდელი განცხრომა, მალავდა ჩვენს გონებაში მიმდინარე ქარტეხილებს, აზრთა დელგმას. პირველმა ვასომ დაიწყო: "რატომ კანტი, მაინც რატომ კანტი, პროფესორო". ბატონი თენგიზი შეიჭმუხნა, თითქოს უკვე გრძნობდა რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ამავე მოუსვენარი ვასოს პანაშვიდზე ტრაინკს უნდა ებუთქა... პირქუშად გამოხედა. "კანტი აქ მხოლოდ დეტალია" - თქვა და გადაბრუნდა.

ჩვენც მივხვდით, რომ იყო რაღაც ზე-ყველაფერი, რაც ყველაფერს ამოძრავებდა! მაშინ გავდეთ, ერთდროულად, ხიდი ტრიგონომეტრიის კანონებს, სოციოლოღიის თეორიებს, ეკონომიკის პარადიგმებსა და ბადროს ტყორცნას შორის! მაშინვე მივხვდით, რომ გურუმ რაღაცა გახსნა, რის შედეგადაც ჩვენში ჩაიღვარა გასაგებობის თბილი ნაკადი! მაგრამ რა? რა სახელი უნდა დაგვედო ამ გრძნობაზე? გვესმოდა, მაგრამ რა? გვიყვარდა, მაგრამ რა? ჩვენი კარტეზიანული გონება რაღაც ხელშესახებს მოითხოვდა? ტალახი ვიყავით და პური გვინდოდა! სულებიც ვიყავით, მაგრამ უფრო ტალახი!

ხოდა ამ დროს, სწორედ ამ დროს, ვუჰუს თვალები გაუფართოვდა, წამოჯდა და ჩურჩულით წარმოთქვა: ბუნ-ჩუ-ლიზ-მი. ბუნჩულიზმი, უფრო ტავდაჯერებულმა გაიმეორა. და ბოლოს ყვირილით გაექანა ზღვისკენ: ბუნჩულიზმიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!

ასე გაჩნდა ეს კონცეპტი.

Last updated