სვეტუკები

საინტერესო საზოგადოებრივი კატეგორიაა სვეტუკები.

სვეტუკა, მთელი თავისი არსით არის ყოვლად უნიჭო და ანტიპათიური არსება, თუმცა ის ღრმად და ურყევადაა დარწმუნებული თავისი არსების უპირატესობაში და ყოველ ინდივიდს, თუ საზოგადოების ნაწილს, რომელიც მის ცხოვრების წესსა და კოდებს არ ექვემდებარება, მიიჩნევს როგორც ნაყარ-ნუყარს.

სვეტუკას ცხოვრებაზე და კოდებზე ღირს ცოტაოდენი ყურადღების შეჩერება.

საქმე ეხება მატერიალისტ და მერკანტილურ ცხოველს, რომელშიც არაფერი სუფთა და საღი არ ცოცხლობს. სვეტუკას ცხოვრების წესი მკაცრად იდენტურია სხვა სვეტუკების ცხოვრების წესისა და ამა წესთა დადგინება საიდან ჩნდება, დღესდღობით მეცნიერებისათვის უცნობია (მასონთა ხელის ჩარევა ამ საქმეში არაა გამორიცხული).

პროფესორმა ოფტოპიკაშვილმა შემოგვთავაზა საინტერესო მეცნიერული მეთოდი, რომლითაც ამოიცნობა სვეტუკა. ეს მეთოდი ცნობილია სახელით "ოფტოპიკაშვილის ცხრილი" და მდგომარეობს სვეტუკას ინტერესის შეფასებაში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, 10 ბალიანი სისტემით. გთავაზობთ ამონარიდს ამ ცხრილიდან:

  1. პრობლემატური საკითხები (სოციალური, მორალური, სახელმწიფოებრივი და ა.შ.) - 0

  2. ტანისამოსი - 10

  3. მეცნიერების დარგები (თუნდაც ვულგარულად, დისქოვერიზე წარმოდგენილი) - 0

  4. ჰოროსკოპები - 10

  5. ტრადიციული ქართული საკვები, სუფრა - 0

  6. სალათები, ფასტ-ფუდები, სუპერმარკეტის სანოვაგე - 10

  7. ქართული მრავალხმიანობა - 0

  8. როკი - 0

  9. ოპერა - 0

  10. ტრადიციული მუსიკა - 0

  11. კომერციული(პოპ) მუსიკა, სოული და დენსი - 10

  12. სალათისფერი ადინაცატი - 0

  13. იმპორტული ახალი მანქანები - 10

  14. ზრდილობიანი საუბარი - 0

  15. უზრდელობა - 10

  16. აზროვნების სურვილი - 0

  17. ავტომატური, კონფორმისტული პირუტყვის ცხოვრება - 10

ბატონი თენგიზის ეს ფასდაუდებელი ნაშრომი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმ შთამბეჭდავ და ყოვლად აუხსნელ არსებაზე, რომელიცაა სვეტუკა. რა თქმა უნდა, ეს ნაშრომი რამოდენიმე დაზუსტებას მოითხოვს. იქ არაა გამოსახული ის თვითდაჯერება, რომლითაც ეს არსება ატარებს თავის ხრიოკ ცხოვრებას. არადა, ეს ფსიქოლოგიისათვის, ფსიქიატრიისათვის და ანთროპოლიგიისათვისაც კი უძვირფასესი პოტენციური კვლევის საგანია! როგორ შეიძლება ეს მუტანტი ერთეული ასეთი შეურყეველი დარწმუნებით ცხოვრობდეს საშინლად ამაზრზენი ცხოვრების წესით და თან თავისი ყოფა ყველაზე კარგ ყოფად მიაჩნდეს...

სვეტუკაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს უცხოური მარკები. როდესაც სვეტუკა მოგზაურობს, ის შემოივლის ყველა მაღაზიას და ერთ მუზეუმს, ისიც იმიტომ, რომ ის მუზეუმი სვეტუკების კოდში შედის და ამის არგაკეთების შემთხვევაში მისი სვეტუკური რეიტინგი შეიძლება დაეცეს. ანუ, ყველაფერი, რასაც სვეტუკა აკეთებს, მიმართულია სხვა მის მაგვარი არსებების თვალში მისი ყოფის დადებითად წარმოჩინებისაკენ. სინამდვილეში, სვეტუკა არასოდეს შეიცნობს მის მიერ მონახულებული არცერთი ქვეყნის კულტურის უმცირეს ნაწილსაც კი. სვეტუკას კულტურა სძულს და კულტურა ვერ ჰგუობს სვეტუკას ეს ორი ცნება შეუთავსებელია.

სვეტუკას ლექსიკონი მეტადრე მწირია და შემოფარგლება 30-50 სიტყვით. სვეტუკა ლაპარაკობს გაუგებარ ენაზე და არასოდეს წერს. ზოგი სვეტუკა ითხოვს დოსტოევსკის და ცოტა ხანი უდევს სახლში.

Fidel Castro-ს კონსპექტებიდან. პროფ. ოფტოპიკაშვილის ლექციები.

იქნებოდა ასე ნეტო სემდესიატ ტრეწი, სემდესიატ ჩეტვიორტი.

იმავე ლექციაზე ბლეკ მონკის მიერ მერხზე ამოჩხაპნილი:

ის კითხულობდა სიმბოლისტებს, ხან მოდერნისტებს

ხან ნიჰილისტებს ემხრობოდა, ხან ოპტიმისტებს

მისდევდა მოდის გემოვნებას და დროის პოზას

პრინციპულობდა, პოლიტიკოსს ნათლავდა ბოზად

ხან კი მესიად

სწამდა ასეა, ასე ითხოვს მოდერნის ვალი

ის იყო ხშირად დარბაზებით და ტაშით მთვრალი

უმზერდა სურათს და ესმოდა მხოლოდ ჩარჩოსი

უყვარდა ღმერთი, სჭირდებოდა ხანდახან ვერდი

ხანდახან ღერთსაც აშინებდა წკეპლით, გაროზგვით

ხშირად შექსპირზე ლაქლაქებდა, უფრო კი სარტრზე

მიაკითხავდა ხშირად თეატრს, უფრო კი პარტერს

ცრემლიან თვალით უყურებდა ცხოვრებას, სცენას

და მერე ყველას დასანახად იჭრიდა ვენას

ცხელ გულზე სვამდა აღგზნებული ჩაის და ყავას

ლუდს და შამპანურს, ალკოჰოლურს, ეს თავისთავად

იდეებს ნათელს გამოჩეკდა და ხანაც კლავდა

ეგონა ქვეყნად სულიერი მას არ ჰგავდა

ეგონა თავიც იდეებით მუდამ სავსეა

სწამდა ასეა

ასე ითხოვს მოდერნის ვალი!

-- გაგა ნახუცრიშვილი”

Last updated