სინათლის სადარაჯოზე

სინათლის სადარაჯოზე (2003წ.)

მეცნიერებამ თითქოს არნახულ მწვერვალებს მიაღწია. განიშიფრება გენომი, კეთდება ოპერაციები, რომელთაც ადრე ვერც კი წარმოვიდგენდით, იწერება დისერტაციები სოციოლოღიაში, პოლიტოლოღიაში, ლინღვისტიკაში..... მაგრამ გამჭრიახი თვალი მაშინვე შენიშნავს: მეცნიერება ავადაა.

მაშინ, როდესაც მეცნიერება ყოვლადკომერციულს დაემონა და დაკარგა ამაღლებული, მიუკერძოებელი ხასიათი; როდესაც დიდი ფარმაკოლოგიური მულტინაციონალური ფირმები აწარმოებენ მხოლოდ იმ კვლევებს, რომლებიც მათ დიდძალ ფულს მოუტანენ და ივიწყებენ ისეთ ავადმყოფობებს, რომლებიც მდიდარ ქვეყნებში აღარ არსებობენ, ღარიბ ქვეყნებში კი ასიათასობით ადამიანს კლავენ, მათი ლობინგი კი ხელს უშლის ღარიბ ქვეყნებს გენეტიკული წამლების დამზადება-კომერციალიზაციაში; როდესაც გიჟი “მეცნიერები” ადამიანის გენომით მანიპულაციებს არ თაკილობენ; როდესაც მეცნიერების ყველა დარგი უშნოდ იშმუშნება უსახსრობისა და გამო, ფინანსური ლოღიკის ზეწოლის ქვეშ; გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც შესძლო ამ უსამართლობის წინააღდეგ ხმის ამაღლება, რომელმაც მეცნიერის გაცვეთილი ფლოსტი ჩააზილა პოლიტიკურად კორექტულის და კონფორმიზმის დამტვერილ ტარაკნებს და ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი საუნივერსიტეტო კვლევის მიუკერძოებლობის სახელით. ეს არის პროფესორი თენგიზ ოფტოპიკაშვილი, სოფ. რუისის ცნობილი გვარის, ოფტოპიკაშვილების თვალსაჩინო შთამომავალი.

პროფესორს, რა თქმა უნდა ბევრი მტერი გამოუჩნდა, განსაკუთრებით, ჟიდომასონურ წრეებში, მაგრამ ბატონმა თენგიზმა ორ დიად ხერხს მიმართა: კონსპირაცია-”მასკიროვკა” (ობობების თათებიდან დასასხლტომად) და შეგირდები (ბრძოლის დეცენტრალიზაციისა და პოპულარიზაციის მიზნით).

ჩვენც ამ უკანსაკნელთა რიგებს მივეკუთვნებით და უკვდავვყოფთ დიდი პროფესორის ფასდაუდებელ ღვაწლს, რომელიც მეცნიერების აბსოლუტურად ყველა დარგს მოიცავს.

წარმოგიდგენთ აზრის დიდი კომბინატორის, ბუნჩულიზმის თეორიის დოქტორის, პროფესორ ოფტოპიკაშვილის ოფიციალურ ვებ-საიტს. აქ შეკრებილია კონსპექტები პროფესორის დაუვიწყარი ლექციებიდან, ჩანაწერები, მოგონებები და სხვა დოკუმენტური მასალა რომელიც ბწკარ-ბწკარ შევაგროვეთ, კარდაკარ სიარულით, პროფესორის მრავალრიცხოვან სტუდენტებთან და მიმდევრებთან.

ჩვენ გვწამს რომ პროფესორის სიბრძნის ეს უნიკალური კრებული გზას გაუნათებს ყველა ჭეშმარიტ გევარ-კასტრისტს (ბუნჩულიზმის ფრაქცია) და უცილობლად მიიყვანს მსოფლიო მასონიზმის საბოლოო განადგურებამდე!

პროფესორის მრავალრიცხოვან მოწაფეთა სახელით: Fidel Castro (ფიდო).

Last updated